logo
ENG


უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთმა დონბასზე შეტევა განაახლა

24 მაი 202220:48
3 წუთის საკითხავი
clock 262
2022/05/24/ewjympyfdtljooq.png

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთმა დონბასზე შეტევა განაახლა. 

უწყების წარმომადგენლის, ალექსანდრ მოტუზიანკის თქმით, ქვეყნის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში რუსული ჯარების თავდასხმა ყველაზე აქტიურ ფაზაშია. 

მოტუზიანკის განცხადებით, რუსები სევეროდონეცკის და ლისიჩნსკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. 

დონბასში შეტევაზე იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც. მათი განცხადებით, რუსული ჯარები არტილერიის და ავიაციის გამოყენებით ლიმანის მიმართულებით მიდიან. 

მიმდინარეობს შეტევა სევეროდონეცზე, გრძელდება ბრძოლები.

ბოლო საათებში საჰაერო დარტყმები განხორციელდა კრამატორსკში, ლიმანსა და სლავიანსკში. 


close დახურვა