logo
ENG



კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

25 მაი 202200:57
3 წუთის საკითხავი
clock 619
2022/05/25/mil9bv1m7rcwrle.jpg

კანადის მთავრობა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია კანადის თაცდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბრძოლო მასალიდან გასროლა საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაა შესაძლებელი, რომელიც კანადამ უკრაინას უკვე გაუგზავნა.

ამასთან, დაზუსტებული ინფორმაციით, საბრძოლო მასალა კანადამ შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ კანადურ დოლარად შეისყიდა.

მედიის ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა აღნიშნული საბრძოლო მასალა უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კანადამ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და განახლებული საბრძოლო მასალა გაუგზავნა.

ამასთან, ოფიციალურმა ოტავამ უკრაინას 8 ჯავშანტექნიკა გადასცა.


close დახურვა