logo
ENG



ღარიბაშვილი Le Figaro-ზე: ეს არის ანტისახელმწიფოებრივი სტატია, გლუკსმანმა შეუკვეთა

27 მაი 202217:23
3 წუთის საკითხავი
clock 1820

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნებული სტატია "ანტისახელმწიფოებრივია". პარლამენტში გამოსვლისას, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სტატია ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა შეუკვეთა.

"რეალურად ეს არის მორიგი ბინძური სტატია, ანტისახელმწიფოებრივი სტატია. ეს არის რაფაელ გლუკსმანის შეკვეთილი სტატია. ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი. იმ დროს როცა სააკაშვილი ხალხს კლავდა, ხოცავდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, რეალურად ქვეყანას წარმოაჩენდა, როგორც ყველაზე მაფიოზურ სახელმწიფოს. ეს ადამიანი გლუკსმანი არის ევროპარლამენტარი. გლუკსმანი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელი ხელისუფლების პოლიტიკის განსაზღვრაში. დღევანდელი სტატიის ავტორი გახლავთ ქალბატონი იზაბელ ლასერი, რომელიც არის გლუკსმანის მეგობარი. შესაბამისად სტატია არის მისი შეკვეთილი.

ფრანგულმა გამოცემა Le Figaro-მ გამოაქვეყნა სტატია საქართველოს ხელისუფლების შესახებ სათაურით: "საქართველო ევროკავშირს შორდება, რათა მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნდეს".

ავტორი წერს, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ დაგმო უკრაინაში რუსეთის აგრესია და არც პუტინის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა.


close დახურვა