logo
ENG



სოლიდარობა გათავისუფლებულებს - ეროვნულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაციაზე უარს ამბობენ

31 მაი 202202:03
3 წუთის საკითხავი
clock 810
2022/05/31/eio3zcy2y4rvwek.jpg

ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები გათავისუფლებული კოლეგების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა პირველი წიგნის პრეზენტაციაზე უარს ამბობენ. ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირები ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომლების ეს ჟესტი მუზეუმიდან გათავისუფლებულ ყველა განთავისუფლებულ ადამიანს და განსაკუთრებით კი ქვის ხანის ფონდის მცველს ნინო ჯაყელს ეკუთვნის.

"საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთა პირველი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც დიდი ხანია დაგეგმილი იყო და ყველა სულმოუთქმელად ელოდა, მათთვის და მუზეუმისთვის დაუვიწყარი დღესასწაული უნდა ყოფილიყო.

წიგნის ავტორებმა ამ ღონისძიებაზე უარი თქვეს მუზეუმში თანამშრომელთა უკანონო და უსამართლო განთავისუფლებასთან დაკავშრებული პროტესტის და სოლიდარობის მიზნით. მათი ეს ჟესტი ყველა განთავისუფლებულ ადამიანს და განსაკუთრებით კი ქვის ხანის ფონდის მცველს ნინო ჯაყელს ეკუთვნის. გმირობას სხვადასხვა ფორმა აქვს.

კატალოგი (სარდიონის მძივები და საკიდები სამთავროს სამაროვნიდან) შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა: ქრისტინე შავლაყაძე, ნინო ქობალია, თინა კახელიშვილი, მაია კუბლაშვილი, ანა სახვაძე. მხატვარი: რუსუდან ბერიძე"- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის ინფორმაციით, 24 მაისს ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს.

პროფკავშირების ინფორმაციით, კულტურის სამინისტრომ თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ ბრძანებები მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში გასცა.


close დახურვა