logo
ENG



რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა

05 ივნ 202211:09
3 წუთის საკითხავი
 

5 ივნისის დილას რუსეთმა კიევზე საჰაერო იერიში მიიტანა. 

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა დარნიცკის და დნეპრის უბნებში. 

მისივე თქმით, შედეგად ჰოსპიტალიზებულია 1 ადამიანი. არავინ დაღუპულა. 

რაკეტები სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა. ზოგ ადგილას გაჩნდა ხანძარი. 

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც რუსებმა კიევის მიმართულებით გაუშვეს, სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის თავზე კრიტიკულად დაბალ სიმაღლეზე გადაფრინდა. 

უკრაინული მხარის განცხადებით, "რუსებს ჯერაც არ ესმით, რომ რაკეტის უმცირესმა ფრანგენტმაც კი, რომელიც მომუშავე ელექტროსადგურში ჩავარდება, შესაძლოა ბირთვული კატასტროფა და რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს". 

კიევი რუსებმა ბოლოს 29 აპრილს დაბომბეს. მაშინ 1 ადამიანი დაიღუპა - ჟურნალისტი ვერა გირიჩი. დაიჭრა 10 ადამიანი.


close დახურვა