logo
ENG



საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს პატიმრობა შეეფარდა

12 ივნ 202216:44
3 წუთის საკითხავი
clock 1132

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

ის 10 ივნისს ბათუმში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და იარაღიდან ისროლა. 

როგორც ცნობილია, მან მძევლების აყვანა სცადა, თუმცა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. პირმა თანხის წაღება ვერ მოახერხა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე, რაც ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


close დახურვა