უხვი ნალექის გამო საგურამო ისევ დაიტბორა. შეფერხებულია გადაადგილება ცენტრალურ ქუჩებზე.
არსებული ინფორმაციით, დატბორილია ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ სეტყვისა და უხვი ნალექის გამო საგურამოში ერთი კვირის წინაც დაიტბორა სახლები, ავტომობილები, გზები. სრულად განადგურდა მოსავალი.