logo
ENG



შსს ადასტურებს, რომ არჩევნების II ტურამდე სამხარაძის დაჭრის საქმეზე მისი მეგობარი დააკავეს

22 ივნ 202211:46
3 წუთის საკითხავი
clock 957

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფორმულასთან დაადასტურა, რომ სამგორის გამგებლის, კახა სამხარაძის დაჭრის საქმეზე მისი მეგობარი, ლევან ჯებაშვილი დააკავეს. დაჭრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს სამხარაძემ გუშინ "პროვოკაცია" უწოდა.

კახა სამხარაძე ასევე ქართული ოცნების სამგორის შტაბსაც ხელმძღვანელობს. ფორმულას წყარო უყვება, რომ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე, სავარაუდოდ, ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით კახა სამხარაძეს დავა ჰქონდა. გარჩევა სავარაუდოდ ქართული ოცნების სამგორის შტაბში მიმდინარეობდა, რა დროსაც ის მისივე მეგობარმა ლევან ჯებაშვილმა დაჭრა.

"ეს რა შეკითხვაა? ჩემს პირად მეგობართან დაკავშირებით შეკითხვას რატომ მისვამთ?", - თქვა სამხარაძემ, როდესაც მას ჰკითხეს იცნობდა თუ არა ის ლევან ჯებაშვილს.

"ეს არის პროვოკაცია, რასაც საუბრობთ", - დაამატა მოგვიანებით მან, როდესაც დაჭრის შესახებ ჰკითხეს.

ფორმულას ინფორმაციით, ჯებაშვილი უდოს კომისიამ გაათავისუფლა. 

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერზე გამოაქვეყნებულ პოსტში, აქციაზე მყოფი ადამიანები "სი*ებად და ქვეყნის მტრებად" მოიხსენია. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა. 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამხარაძის პოსტი სიტყვის თავისუფლებით გაამართლა და თქვა, რომ ეს მისი პირადი სივრცეა. საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა კი, რომელიც ამჟამად პარლამენტის დეპუტატია, აღნიშნა, რომ საჯარო მხოლოდ "მხოლოდ ექვს საათამდეა".

კახა სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "სი*რი" სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ჩიტს ნიშნავს და ის და მისი მეგობრები ამ სიტყვებით ესაუბრებიან ერთმანეთს. 


close დახურვა