logo
ENG



კარლ ბილდტი ღარიბაშვილზე: ეს ბიჭი რელსებიდან გადავიდა

23 ივნ 202200:27
3 წუთის საკითხავი
clock 2444

შვედეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, კარლ ბილდტი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა". 

ბილდტი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა - პრემიერმინისტრმა თქვა, რომ მისი ცოლის კომპანია ენმ-ის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან "მილიონები აქვს მოპარული".

"ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერმინისტრზე - შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ამ ძალიან კარგი ქვეყნისთვის". - წერს ტვიტერზე შვედი პოლიტიკოსი. 


close დახურვა