ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი ტვიტერზე გამოეხმაურა ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრს კორუმპირებული უწოდა.
"როდესაც ორმოში ხარ, შეწყვიტე თხრა. როდესაც ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთისკენ სვლა. ევროპაში შენი ადგილი არაა", - წერს ილვესი ტვიტერზე.
When you’re in a hole, stop digging. When you’re this deep, just keep going to China. Europe has no place for you. https://t.co/0NW9QVe3Tl
23 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრ კარლ ბილდტს კორუმპირებულუ უწოდა და თქვა, რომ "ღარიბაშვილის სიტყვები მიზანში მოხვდა".
ღარიბაშვილმა გუშინ 22 ივნისს თქვა, რომ ბილდტის ცოლის კომპანია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან "მილიონები აქვს მოპარული". ამის საპასუხოდ ბილდტმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი "შეკეთებას აღარ ექვემდებარება და ის რელსებიდან გადავიდა".