logo
ENG



კობახიძე: კარლ ბილდტი კორუმპირებული ადამიანია, ღარიბაშვილის სიტყვები მიზანში მოხვდა

23 ივნ 202215:36
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილ პრემიერმინისტრ კარლ ბილდტს კორუმპირებულს უწოდებს და ამბობს, რომ "ღარიბაშვილის სიტყვები მიზანში მოხვდა". 

ღარიბაშვილმა გუშინ, 22 ივნისს თქვა, რომ ბილდტის ცოლის კომპანია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დაქირავებული ლობისტი იყო და საქართველოს ბიუჯეტიდან "მილიონები აქვს მოპარული". ამის საპასუხოდ ბილდტმა განაცხადა, რომ ღარიბაშვილი "შეკეთებას აღარ ექვემდებარება და ის რელსებიდან გადავიდა".

ბილდტის ეს განცხადება შეაფასა დღეს კობახიძემ:

"კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და არამარტო საფრთხე. ის პირდაპირ ლობირებდა სისხლიან რეჟიმს, ფულის სანაცვლოდ, კორუმპირებული კაცია და, რა თქმა უნდა, მას მიზანში მოხვდა, როცა პრემიერმა ბილდტს ეს ყველაფერი შეახსენა. კორუმპირებული კაცი როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას პასუხი უნდა გაეცეს", - თქვა მან.


close დახურვა