logo
ENG



თბილისი პრაიდი: უმნიშვნელოვანესია, შსს-ს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს

27 ივნ 202213:36
3 წუთის საკითხავი
clock 818
2022/06/27/nkxvbiw8jq6yihj.png

თბილისი პრაიდის განცხადებით, უმნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს. შსს-ს თქმითკვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ. 

პრაიდის განცხადებით:

"უმნიშვნელოვანესია, შსს-ს ეს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს და უწყებამ კვირეულის ღონისძიებების უსაფრთხო და ღირსეულ გარემოში ჩატარება უზრუნველყოს.

უმნიშვნელოვანესია, შსს-მ დააკავოს 2021 წლის 5 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები, რომლებიც წელსაც ღიად აგრძელებენ მუქარას და არსებობს მათი დაკავების სამართლებრივი საფუძვლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოძალადე ჯგუფებს, "არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს", წინააღმდეგ შემთხვევაში, "სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".

პარალელურად ძალადობრივი ჯგუფის ლიდერები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.


close დახურვა