logo
ENG



ოცნების აქტივისტებმა პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა გორშიც სცადეს

30 ივნ 202217:19
3 წუთის საკითხავი
clock 898

ქართული ოცნების აქტივისტებმა შიდა ქართლში პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიის ჩაშლა სცადეს.

გორში ლელოს ლიდერები მოქალაქეებს 3 ივლისის აქციის მნიშვნელობასა და სახალხო მოძრაობის მოთხოვნებზე ესაუბრებოდნენ, რა დროსაც ადგილზე აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები მივიდნენ.

ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და კამპანიის ჩატარებაში ხელს უშლიდნენ.

როგორც ირკვევა, ქართული ოცნების აქტივისტების უმრავლესობა საჯარო სექტორშია დასაქმებული. ადგილზე მივიდა პოლიციაც, დაკავებულია ერთი ადამიანი.

"სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არის სისტემური ცენტრალურად ორგანიზებული კონტრაქციის მცდელობა, თუმცა ამას კონტრაქციას ვერ დავარქმევ, როცა რამდენიმე აგრესიულად განწყობილი ადამიანი გხვდება და ცდილობს, რომ ხელი შეგვიშალოს შეხვედრაში, მაგრამ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა განწყობილია პოზიტიურად დადებითად, როგორ შეიძლება უარყოფითად განწყობილი ეროვნული თანხმობის იდეის მიმართ?" - ამბობს ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

ქართულმა ოცნებამ პროევროპული აქციის საინფორმაციო კამპანიაში ხელის შესაშლელად პარტაქტივი გააქტიურა.

რეგიონებში პროევროპული კამპანიისთვის ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები გუშინაც დახვდნენ.

საინფორმაციო კამპანიის ჩასაშლელად მმართველმა პარტიამ პარტაქტივი სტუდენტებსაც დაახვედრა.


close დახურვა