logo
ENG



ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს წერეთლის მიმართ ოცნების დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას

30 ივნ 202222:28
3 წუთის საკითხავი
clock 821
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს წერეთლის მიმართ ოცნების დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ტვ პირველის მფლობელის მიმართ მმართველი პარტიის დეპუტატების ძალადობრივ ქმედებას და მათ მოუწოდებს, აიღონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 

ქარტია ასევე მოუწოდებს ქართულ ოცნებას, გაემიჯნონ მათი წევრების ძალადობრივ ქმედებას, რათა შემდგომში უფრო მეტად არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა. 

„ქარტიის შეფასებით, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა განპირობებულია ერთი მხრივ, ჟურნალისტებზე ძალადობის გამოუძიებელი ფაქტებით და მეორე მხრივ, ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკით.  მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედება არ გახდეს მედიის მისამართით დანაშაულის კიდევ უფრო მეტად წამახალისებელი.“ - წერია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

 

close დახურვა