logo
ENG



ოდესაში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი

01 ივლ 202208:38
3 წუთის საკითხავი
clock 1126
2022/07/01/ixzsdqmqnu1iajc.jpg

რუსებმა ოდესაში, ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონში საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო იერიში მიიტანეს - დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 30 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად, ცეცხლი გაჩნდა მიმდებარე მაღაზიაში, ასევე განადგურდა რეკრეაციული ცენტრი.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

 


close დახურვა