logo
ENG



ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინელებმა ლისიჩანსკიდან სტრატეგიულად უკან დაიხიეს

05 ივლ 202210:40
3 წუთის საკითხავი
clock 731
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინელებმა ლისიჩანსკიდან სტრატეგიულად უკან დაიხიეს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განცხადებით, ის, რომ რუსებმა ლისიჩანსკი დაიკავეს, ნიშნავს, რომ რუსეთი, ფაქტობრივად მთლიანად აკონტროლებს ლუჰანსკის რეგიონს.  

ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, "წინ იაროს იმ პოლიტიკური მიზნისკენ, რომელიც ომის უშუალო მიზნად დასახელდა - დონბასის "გათავისუფლებისკენ". 

გარდა ამისა, ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციაში ნათქვამია: 

"ომის წინა ფაზებისგან განსხვავებით, რუსეთმა, სავარაუდოდ, მოახდინა გონივრული, ეფექტური კოორდინაცია სულ მცირე, ორ სამხედრო ჯგუფს შორის, კერძოდ, ცენტრალურ ჯგუფსა და სამხრეთ დაჯუფებებს შორის. ცენტრალურ დანაყოფს, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი მეთაურობს, სამხრეთ დაჯგუფებას - ახლადდანიშნული სერგეი სუროვიკინი

უკრაინულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დანაკარგის გარეშე, სტრატეგიულად უკან დაიხიეს, თავიანთი გეგმის შესაბამისად. უკრაინული ძალები  განლაგებულები იყვნენ სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის ტერიტორიაზე. რუსებს ამ ადგილისთვის სამი მხრიდან შეტევა შეეძლოთ. 

არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ უკრაინული ძალები დაბრუნდნენ ისეთ ტერიტორიაზე, რომლის დაცვაც შესაძლებელი იქნება. 

დონბასისთვის ბრძოლა ხასიათდება წინსვლის ნელი ტემპით და რუსეთის მიერ არტილერიის მასიური გამოყენებით. სავარაუდოდ, დონბასისთვის ბრძოლა იმავენაირად გაგრძელდება". 

უკრაინის გენერალურმა შტაბმა გუშინ, 4 ივლისს განაცხადა, რომ ლუჰანსკის ოლქზე კონტროლი დაკარგა. 

"ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ".  - განაცხადეს მათ. 

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამასთან, მათი განცხადებით, მტერი ჯარებს შეტევის განახლებისთვის აგროვებს.


close დახურვა