logo
ENG



ბათუმის ნავსადგურში, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი დგას

05 ივლ 202213:13
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმის ნავსადგურში, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ორი ხომალდი დგას. ისინი პორტში გუშინ ღამით შემოვიდნენ. ამ ინფორმაციას, ბათუმში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ოფიციალურ ინტერნეტსაიტზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლება ვერ და არ აკონტროლებს ხომალდების მიმოსვლას.

ოფიციალური მონაცემებით, ერთ-ერთი ხომალდი, "FB ტანკერი 15", რუსული პორტი "კავკასზიდან" შემოვიდა. შემოიტანა თუ არა ნავთობპროდუქტი ხომალდმა, უცნობია. შესაბამისი უწყებები ხომალდების ტვირთის შესახებ შეკითხვებს არ პასუხობენ.

26 ივნისს, ბათუმის ნავსადგურში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი  შემოვიდა, რომელიც სანქცირებული ნავთობით იყო დატვირთული. 

ამ ფაქტს ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს არის საქნციებისთვის ერთგვარი თავის არიდების მექანიზმი. ამ სქემის მიხედვით პორტში შემოსულ გემს უცვლიან წარმოშობის დოკუმენტაციას იმისათვის, რომ შემდეგ სანქცირებული ტვირთის სხვაგან წაღება მოხდეს.

 

 

close დახურვა