logo
ENG



თბილისი-ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობა ძვირდება

23 ივლ 202212:57
3 წუთის საკითხავი
clock 1734
2022/07/23/p1egfrr4u7bxjle.jpg

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს აძვირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცვლილება ბოლო წლებში გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯების შედეგია.

25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებლებით მგზავრობის ღირებულებაა:

  • მეორე კლასი - 34 ლარი;
  • პირველი კლასი - 74, 00 ლარი;
  • ბიზნეს კლასი - 124 ლარი;

უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთის და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი სამგზავრო მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ძალაში რჩება ყველა შეღავათი მაგისტრალური მიმოსვლის ელექტრომატარებელზე სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. ასევე მოქმედებს საბავშვო ტარიფი (50%-იანი) - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ყველა კატეგორიის ადგილებზე. აგრეთვე 5 წლამდე ასაკის ერთი ბავშვი იმგზავრებს უფასოდ მგზავრთან ერთად, თუ იგი არ დაიკავებს ცალკე ადგილს.


close დახურვა