ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.
ამის შესახებ კონგრესმენი Twitter-ზე წერს და უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტს აზიარებს, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.
"მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. „ჰაიმარსი" საქართველოს!" - წერს კინზინგერი.
Russia occupies 1/3 of the country of Georgia. The Georgian Legion is defending Ukraine….
— Adam Kinzinger (@AdamKinzinger) July 31, 2022
It seems that after #Russia gets humiliated in #Ukraine, maybe there will be a fire sale on Russian occupied lands. HIMARS to Georgia! https://t.co/n7AGnHz5Uy
HIMARS მაღალტექნოლოგიური, მსუბუქი რაკეტის გამშვებია, რომელიც ბორბლებზეა დამონტაჟებული, რაც მას ბრძოლის ველზე მეტ სისწრაფესა და მანევრირების შესაძლებლობას აძლევს.