logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს

05 აგვ 202219:38
3 წუთის საკითხავი
clock 1004

ფორმულას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული თანამდებობა მან 2013 წელს დაიკავა. 

ფორმულას ერთდროულად რამდენიმე წყარო უყვება ირაკლი ღარიბაშვილსა და გამყრელიძეს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ. ერთ დროს კოვიდთან მებძროლი ერთ-წერთი წამყვანი პირი ბოლოს პრემიერისგან მომატებული კოვიდ რეგულაციის ფონზე შეზღუდვების დაწესებასაც ითხოვდა, მაგრამ მთავრობა ამ საკითხს არ დაეთანხმა. 

წყაროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრი დაუკავშირდა გამყრელიძეს და თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების გაკეთება მოსთხოვა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ფორმულას ზარებს არ პასუხობს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კი ამბობს, რომ გამყრელიძე აგრძელებს მუშაობას.


close დახურვა