logo
ENG



ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

05 აგვ 202223:28
3 წუთის საკითხავი
clock 1045

ისრაელის თავდაცვითი ძალების (ცაჰალი) ინფორმაციით, პალესტინის ისლამისტურმა ჯიჰადმა ისრაელის მიმართულებით 80-მდე რაკეტა გაუშვა. საჰაერო განგაში ისმოდა ლახიშში, აშკელონის სიახლოვეს, ასევე, ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში.

იერიში განხორციელდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვით ძალებმა ღაზაში ისლამური ჯიჰადის ჯგუფის მეთაური, ტეისირ ალ-ჯაბარი მოკლეს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების ნახევარმა ღაზას სექტორში განიცადა წარუმატებლობა. ცაჰალში ამბობენ, რომ საზღვარი 46-მა რაკეტამ გადაკვეთა, საიდანაც 33 რკინის გუმბათის სისტემით განადგურდა. დანარჩენი ღია სივრცეში ჩამოვარდა და მოსახლეობისთვის რაიმე ზიანი არ მიუყენებია.

პალესტინის ისლამური ჯიჰადი თავის მხრივ აცხადებს, რომ ასამდე რაკეტა გაუშვეს.

ჯაბარიამ ჩრდილოეთ ღაზის მართვა 2019 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც მისი წინამორბედი ბაჰა აბუ ალ-ატუ ისრაელის მხარემ მოკლა.

ახალ დაპირისპირებას წინ უძღოდა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერის, ბასამ ალ-საადის დაკავება ქალაქ ჯენინში მიმდინარე კვირის დასაწყისში. მაშინ ჯგუფმა ღიად განაცხადა, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის. ისრაელი ამბობს, რომ ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაჯგუფება სამხედრო და სამოქალაქო ავტომობილებზე თავდასხმას გეგმავდა, ხოლო ამ დროისთვის ისლამური ჯიჰადის გეგმები ჩაშალეს.


close დახურვა