logo
ENG



სარაკეტო იერიშების გამო ისრაელში საქართველოს საელჩო შეზღუდვების შესახებ იუწყება

06 აგვ 202210:25
3 წუთის საკითხავი
clock 738
2022/08/06/4pv96iptgohp8us.jpg

სარაკეტო იერიშების გამო ისრაელში საქართველოს საელჩო შეზღუდვების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის: ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა - დახურულ სივრცეში; სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება; სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.

უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი. შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.

საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში - აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.

პარასკევს ღამეს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სარაკეტო იერიში განხორციელდა. საჰაერო განგაში ისმოდა ქვეყნის ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. იერიშის შედეგად დაშავებულებზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისრაელის თავდაცვითი ძალები აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისლამური ჯიჰადის დაჯგუფებამ 80-მდე რაკეტა გაუშვა, მათგან ნაწილი ღია სივრცეში ჩამოვარდნა, ნაწილი კი ე.წ. რკინის გუმბათი სისტემამ გაანადგურა.

იერიშზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა აიღო. მათი თქმით, ჯამში 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს. მათი მხრიდან ეს ისრაელის ოპერაციაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.

5 აგვისტოს ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა სპეცოპერაცია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ღაზას სექტორში რამდენიმე ობიექტი დაბომბა. შედეგად, დაიღუპა ისლამური ჯიჰადის ერთ-ერთი ლიდერი ტაისი ალ-ჯაბარი. ღაზას სექტორში ასევე ამბობენ, რომ 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 55 დაშავდა.

ისრაელის პრემიერმინისტრის, იაირ ლაპიდის თქმით, ოპერაციის მიზანი იყო "საფრთხის ამოფხვრა", რომელიც ღაზას სექტორის სიახლოვეს ცხოვრობს.


close დახურვა