logo
ENG



სანა მარინი: არასწორია, როცა რუსეთი ომს აწარმოებს, მისი მოქალაქეები კი ევროპაში მოგზაურობენ

08 აგვ 202220:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/08/vuh169nuy70i42g.jpg

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს. ფინეთის პრემიერმინისტრის სანა მარინის ინიციატივა ტურისტულ ვიზებს ეხება.

სანა მარინის განცხადებით, რუსეთის აგრესიის პირობებში, ამ ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალი და უპრობლემო მოგზაურობა ევროპაში არ უნდა გაგრძელდეს. მარინი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ამ საკითხზე ერთობლივ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"არასწორია, რომ იმ დროს, როცა რუსეთი აწარმოებს აგრესიულ, სასტიკ ომს ევროპაში, მისი მოქალაქეები ახერხებენ ნორმალურ ცხოვრებას, ევროპაში მოგზაურობას, ტურისტებად ყოფნას. ეს არასწორია", - თქვა მარინმა.

მისივე განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესება ევროპული საბჭოს დღის წესრიგში უნდა იყოს.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ომის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 10 მილიონზე მეტი უკრაინელი კი ლტოლვილად იქცა. 

***

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეები საქართველოშიც დიდი რაოდენობით ჩამოდიან, მათ შორის არეგისტრირებენ ბიზნესებს. ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაში აღშფოტებას იწვევს, თუმცა ქართული ოცნება რუსი ვიზიტორების სიმრავლეში პრობლემას ვერ ხედავს. მაგალითად  ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოში ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებს არაერთხელ გამოესარჩლა, მათ მიმართ ნეგატიურად განწყობილ საზოგადოებას "ქსენოფობები" უწოდა და განაცხადა, რომ "[რუსებისთვის] ვიზების მოთხოვნის უკან დგას ერთი მიზანი - ჩართონ საქართველო სამხედრო კონფლიქტში".


close დახურვა