ჩვენ მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ეს შეიძლება იყვნენ რუსები, შეიძლება იყვნენ უკრაინელები, შეიძლება იყვნენ ბელარუსები, ყაზახები, სხვა და სხვა ქვეყნებიდან. არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს - რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კონკურენციას - რა თქმა უნდა ბიზნესს სჭირდება კონკურენცია, იმისთვის რომ განვითარდეს და წინ წავიდეს
განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ ჩამოსვლასთან და მათ მიერ ბიზნესების რეგისტრირებასთან დაკავშირებით.