logo
ENG



ოსტინის თქმით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ

11 აგვ 202215:30
3 წუთის საკითხავი
clock 618
2022/08/11/8dz7q3l47dapg42.jpg

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას მანამ გააგრძელებენ, სანამ ამის საჭიროება იქნება.

2 აგვისტოს, აშშ-მ უკრაინას $550 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო, რომელშიც საარტილერიო-სარაკეტი სისტემები და სხვა საბრძოლო მასალა შედის. ამასთან, აშშ-მ უკრაინის არმიას 16 HIMARS-ის ტიპის სარაკეტო სისტემა გაუგზავნა.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, აშშ-მ უკრაინას $9.8 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა