logo
ENG



კომუნიკაციების კომისიამ ოცნების სარჩელი კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო

11 აგვ 202215:56
3 წუთის საკითხავი
clock 1017

კომუნიკაციების კომისიამ წარმოებაში მიიღო ქართული ოცნების სარჩელი კრიტიკული ტელევიზიების წინააღმდეგ. სხდომა 23 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.

ქართული ოცნება სამ ტელევიზიას, ფორმულასმთავარ არხს და ტვ პირველს  მოძრაობა შინ ევროპისკენ კლიპის გაშვებისთვის კომუნიკაციების კომისიაში უჩივის

საქმე 24 ივნისის პროდასავლური და ანტირუსული აქციის ვიდეოს განთავსებას ეხება. 

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ 2022 წლის 23-25 ივნისს კრიტიკული ტელევიზიების ეთერში გავრცელდა რეკლამა, რომელიც წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსის იყო. 


close დახურვა