logo
ENG



ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმმა მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა

18 აგვ 202222:49
3 წუთის საკითხავი
clock 744
2022/08/18/erpmy883rbze7m1.jpg

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ "საზღვრის უკანონო კვეთისა და ნარკოტიკის კონტრაბანდის" ბრალდებებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ჩხიკვაძეს 3 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია კგბ-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჩხიკვაძე 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, თუმცა ახალ განცხადებაში, რომლის თანახმადაც მას თითქმის 4 წელი შეეფარდა, ამ ფაქტზე საუბარი არაა.

"2021 წლის 10 დეკემბერს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს მოქალაქე - 1981 წელს დაბადებული მამუკა ჩხიკვაძე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას მას 4 გრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩნდა. 4 აგვისტოს ცხინვალის რაიონულმა სასამართლომ ჩხიკვაძე დამნაშავედ ცნო რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით [სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა; ნარკოტიკების კონტრაბანდა]. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას საერთო რეჟიმის კოლონიაში 3 წლითა და 8 თვის ვადით", - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჯარისკაცი მამუკა ჩხიკვაძე საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ნიქოზთან 2021 წლის 10 დეკემბერს დააკავეს.


close დახურვა