logo
ENG



ფაშინიანი: აზერბაიჯანის აგრესიის შედეგად 105 ადამიანი დაიღუპა

14 სექ 202217:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/14/i0y24asl5mnj2o3.jpg

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვართან შეტაკებების სომხეთის მხრიდან 105 ადამიანი დაიღუპა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დაღუპულებს მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. გარდა ამისა, ცნობილია რომ მოსახლეობას შორის ექვსი დაჭრილია.

13 სექტემბერს სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 00:05 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა საზღვარზე სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

უწყების ცნობით, დაიბომბა გორისი, სოტკი, ვარდენისი და ჯერმუკი.

ამავე დროს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ერევანი დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონების მიმართულებით დივერსიაში დაადანაშაულა. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის გაერთიანებული ძალების დივერსიულმა ჯგუფებმა აზერბაიჯანის ქვედანაყოფებს შორის ტერიტორია დანაღმეს მთიანი რელიეფისა და ხევების გამოყენებით.

სომხეთმა დახმარებისთვის რუსეთს, ODKB-სა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ 2022 წლის 13 სექტემბერს მათი შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ახალი შეთანხმება დაიდო. 


close დახურვა