logo
ENG



ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

20 სექ 202211:56
3 წუთის საკითხავი
clock 1159

ქუთაისში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მას მძევლები ჰყავს აყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

"პოლიციის თანამშრომლებმა თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს და მოქალაქეებს - დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა