ავიაკომპანია Air Moldova ოქტომბრიდან კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.
TAV Georgia-ს ინფორმაციით, Air Moldova პირდაპირ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.
მათივე ინფორმაციით, ნოემბრიდან ავიაკომპანია ფრენების ყოველკვირეული სიხშირის ოთხამდე გაზრდას გეგმავს.