logo
ENG



კლიჩკო მობილიზაციაზე: არ დაეხმარება აგრესორის სურვილს, გაანადგუროს უკრაინა და უკრაინელები

21 სექ 202214:20
3 წუთის საკითხავი
 
კლიჩკო მობილიზაციაზე: არ დაეხმარება აგრესორის სურვილს, გაანადგუროს უკრაინა და უკრაინელები

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაცია "არ დაეხმარება აგრესორს, გაანადგუროს და დაიპყროს უკრაინა".

"პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაცია და ბირთვული მუქარა არ დაეხმარება აგრესორის სურვილს, გაანადგუროს და დაიპყროს უკრაინელები და უკრაინა. ტირანმა საბოლოოდ დაიწყო თავის ქვეყანაში პროცესები, რომლებიც მას დამარხავს", - აცხადებს კლიჩკო.

მან ასევე დასძინა, რომ "ცივილიზებულმა სამყარომ საბოლოოდ უნდა გააცნობიეროს, რომ ბოროტება უნდა აღმოიფხვრას რადიკალური გზით და არა მოჩვენებით "სამშვიდობო მოლაპარაკებებზე" საუბრით".

***

დღეს, 21 სექტემბერს პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისი თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრის საწყის ეტაპზე, 8 მარტს განაცხადა, რომ ბრძოლებში ახალწვეულები არ მონაწილეობდნენ და არც მომავალში მოხდებოდა რეზერვისტების მობილიზაცია.

„მე ხაზგასმით ვამბობ, რომ ახალწვეული ჯარისკაცები არ მონაწილეობენ შეტაკებებში და არც მომავალში მიიღებენ მონაწილეობას. და არ იქნება დამატებითი რეზერვისტების გამოძახება“ - განაცხადა პუტინმა.

რას გულისხმობს და ვის ეხება რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია?


close დახურვა