logo
ENG



NATO-ს 9 ქვეყანა უკრაინის ანექსიას გმობს და მის NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

02 ოქტ 202216:11
3 წუთის საკითხავი
clock 1115
2022/10/02/b0v6htuzq5og6w4.jpg

NATO-ს წევრი 9 ქვეყნის პრეზიდენტებმა ერთობლივი განცხადებით დაგმეს რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების უკანონო ანექსია.

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, მომავალში უკრაინის NATO-ში შესვლაზე.

9 ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისინი თავად იმყოფებოდნენ კიევში და იხილეს რუსეთის აგრესიის შედეგები, ამიტომ „ჩუმად ვერ დარჩებიან“.

ევროპის ქვეყნების ლიდერები მოკავშირეებს მოუწოდებენ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდონ ხოლო რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიის მყისიერად დატოვებას ითხოვენ.

პრეზიდენტები აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

NATO-ს წევრი ქვეყნების პრეზიდენტების ერთობლივი განცხადება:

ჩვენ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები, ვინც ომის დროს კიევში ჩავიდნენ და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის გავლენა, ვერ დავრჩებით ჩუმად რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევების ფონზე, შესაბამისად ვავრცელებთ შემდეგ განცხადებას:

ხელახლა ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენ არც ახლა და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის ნებისმიერი ტერიტორიის ანექსიის მცდელობას.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რაც უკრაინის მომავალ წევრობას ეხება.

მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ თავდაცვაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გამოვიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

ყველა ვინც აგრესიის დანაშაულს სჩადის პასუხი უნდა აგოს და დაისაჯოს“

განცხადებას ხელს აწერენ:

  • მილოშ ზემანი - ჩეხეთის პრეზიდენტი,
  • ალარ კარისი - ესტონეთის პრეზიდენტი,
  • ეგილს ლევიტსი - ლატვიის პრეზიდენტი,
  • გიტანას ნაუსედა - ლიეტუვის პრეზიდენტი,
  • სტევო პენდაროვსკი - ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი,
  • მილო ჯუკანოვიჩი - მონტენეგროს პრეზიდენტი,
  • ანდჟეი დუდა - პოლონეთის პრეზიდენტი,
  • კლაუს იოჰანისი - რუმინეთის პრეზიდენტი,
  • ზუზანა ჩაპუტოვა - სლოვაკეთის პრეზიდენტი.

close დახურვა