
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სკეპტიციზმი გამოთქვა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სიტყვებთან დაკავშირებით, რომ ის არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას უკრაინაში.
პუტინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი არ იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით და, რომ რუსეთმა მხოლოდ დასავლეთის ლიდერების ბირთვულ შანტაჟს უპასუხა.
"თუ მას არ აქვს განზრახვა, რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?."- ამის შესახებ ბაიდენმა ტელეკომპანია NewsNation-თან ინტერვიუში განაცხადა.
CNN-თან ინტერვიუში თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ რუსეთი შესაძლოა განიხილავს "ბინძური ბომბის" გამოყენებას და ქმნის საბაბს, რომ ამაში უკრაინა დაადანაშაულოს.
"ისინი ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც აკეთებენ ან აპირებენ გააკეთონ. ასე რომ, ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ."- განაცხადა კირბიმ.