logo
ENG



მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს

31 ოქტ 202217:51
3 წუთის საკითხავი
clock 1109
2022/10/31/prx49dtoquhgj6z.jpg

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2027 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 10 000 დოლარის ნიშნულს გადააჭარბებს და სულ მცირე 10 540 დოლარს შეადგენს.

მათივე ცნობით, 2030 წლისთვის ქვეყნის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 15 000 დოლარს მიაღწევს, რის შემდეგაც საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს.

მთავრობის მონაცემებით, 2020 წელს საქართელოს ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 4 260 დოლარს შეადგენდა, ხოლო 2022 წელს 6 770 დოლარს.

დღეს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ "საქართველოს 9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს და ეს უპრეცედენტოა მთელ ევროპაში".  

 


close დახურვა