logo
ENG


ღარიბაშვილი: 9 თვეში 10.2%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს უპრეცედენტოა მთელ ევროპაში
  • 571ნახვები

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევების, დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. 9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი, 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა ოთხი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპებით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5% არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

არ მინდა, წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა