logo
ENG



ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს

02 ნოე 202215:53
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მერიის შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. მათივე თქმით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და შენობაში არავინ იმყოფებოდა. სხვა დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.


close დახურვა