logo
ENG



გერმანია პოლონეთს საჰაერო სივრცის პატრულირებაში დახმარებას სთავაზობს

16 ნოე 202218:15
3 წუთის საკითხავი
clock 703
(Christophe Gateau/picture alliance/Getty Images)

გერმანიამ განაცხადა, რომ ის დახმარებას შესთავაზებს პოლონეთს, რათა საჰაერო სივრცის პატრულირებაში დაეხმაროს.

"როგორც მყისიერი რეაქცია პოლონეთში მომხდარ ინციდენტზე, ჩვენ შევთავაზებთ საჰაერო პატრულირების გაძლიერებას, გერმანული Eurofighters- ებით. მისია შეიძლება დაიწყოს ხვალაც, თუ პოლონეთი ამის სურვის გამოთქვამს." - განაცხადა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, კრისტიან ტილსმა.

ტიელსის განცხადებით, ამ მისიის შესასრულებლად გერმანული თვითმფრინავების პოლონეთში გადატანა საჭირო არ იქნება. 

"საჰაერო პატრული შეიძლება აფრინდეს გერმანიის ბაზებიდან და დაბრუნდეს აქ ყოველი მისიის შემდეგ."- თქვა ტილსმა.

გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის მოადგილემ, ვოლფგანგ ბუხნერმა ასევე განაცხადა, რომ კანცლერი ოლაფ შოლცი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ტელეფონით ესაუბრა და ბერლინის მხარდაჭერა შესთავაზა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ "15:40 საათზე პოლონეთ-უკრაინის საზღვართან, რუსული წარმოების რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც პოლონეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე დაიღუპა".

შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ელჩი დაიბარა და "მოითხოვა სასწრაფო, დეტალური განმარტებები".

პოლონეთს პრემიერმინისტრმა "კრიზისული სიტუაციის გამო" უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის სასწრაფო სხდომა მოიწვია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები "მიზანმიმართული პროვოკაციაა ესკალაციის მიზნით".

პოლონეთმა დაადასტურა, რომ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და მომხდარის გამო, სამხედრო მზადყოფნის გაზრდის შესახებ განაცხადა

უკრაინის საჰაერო ძალების თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა დაეხმარონ პოლონეთში უკრაინის საზღვართან აფეთქების შესახებ გამოძიებას. 

საჰაერო თავდაცვის სპიკერის იური იჰნატის ცნობით, ეს უკრაინის მხრიდან რუსეთის სარაკეტო თავდასხმის მოგერიება იყო და ახლა უნდა დადგინდეს აფეთქება რუსული რაკეტის ჩავარდნამ გამოიწვია, თუ ადგილზე უკრაინული რაკეტის ნარჩენებიცაა. 

 

 

 


close დახურვა