logo
ENG



ჩალაძემ ენმ-ის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

16 ნოე 202220:42
3 წუთის საკითხავი
clock 929

გიორგი ჩალაძე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს - მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

"მე ვხსნი ჩემს კანდიდატურას, აღარ დავაყენებ არჩევნებში ჩემს კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბების ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.

მე ძალიან მოვუწონებ, ვიღებ ამ ნათქვამს ზუსტად ის რაც დავასახელე, ჩვენი ხალხის, პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერების, ჩვენი ერთგული პატრიოტების სურვილი და იმედი მაქვს, პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ პრეზიდენტი გადავარჩინოთ ერთად", - განაცხადა მან.

დღეს ლევან ხაბეიშვილმა ენმ-ის თავმჯდომარეობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. მისი თქმით, გადაწყვეტილება რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

ის ასევე გამოვიდა ინიციატივით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეიქმნას შტაბი, რომელსაც გიორგი ჩალაძე უხელმძღვანელებს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ 9 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის რეგიონული ლიდერები შიდა პარტიულ არჩევნებს ითხოვენ, რაც მათ შორის ახალი თავმჯდომარის არჩევას გულისხმობს. 

მისი თქმით, პარტიაში არჩევნები ყველა დონეზე უნდა ჩატარდეს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია თავმჯდომარის არჩევნები, ვინაიდან, ნადირაძის თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მზად არის, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. საკუთარი კანდიდატურები დააყენეს გიორგი ჩალაძემ და გიორგი მუმლაძემაც.


close დახურვა