logo
ENG



NGO-ებზე ფორმალურად წასულების რიტორიკას დეგნანი "კრემლის სახელმღვანელოდან ამონაწერს" უწოდებს

18 ნოე 202217:56
3 წუთის საკითხავი
clock 679
NGO-ებზე ფორმალურად წასულების რიტორიკას დეგნანი "კრემლის სახელმღვანელოდან ამონაწერს" უწოდებს

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ქართული ოცნებიდან ფორმულად წასულების განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით "კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს" ჰგავს.

"ეს ნამდვილად მაგონებს კრემლის სახელმძღვანელო წიგნიდან ამონაწერს, რასაც ვხედავთ რა ხდება რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების კუთხით. არ მგონია, რომ საქართველო ამაზე მუშაობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში", - თქვა ელჩმა ჟურნალისტებთან.

როგორც ელჩი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ, როგორც გარემოს დაცვის, შშმ პირების, სტუდენტების და სხვა საკითხების მიმართულებით.

"ჩემთვის დამაბნეველია ის ფაქტი, რომ ასეთი დამოკიდებულება არის სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რადგან ბევრმა დეპუტატმა, მათ შორის მმართველი პარტიიდან, საკუთარი კარიერა დაიწყო ზუსტად სამოქალაქო საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში და მუშაობდა ქვეყნის განვითარებისთვის და ნამდვილად კარგ სამუშაოს ასრულებდა. ძალიან დამაბნეველია, როცა ახლა მათი მხრიდან ისმის ასეთი კრიტიკა ამ ორგანიზაციების მიმართა", - თქვა ელჩმა.


close დახურვა