logo
ENG



კალაძე: მეტროსადგურებზე ახმეტელსა და მარჯანიშვილზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა

22 ნოე 202212:14
3 წუთის საკითხავი
clock 516

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მეტროსადგურებზე ახმეტელსა და მარჯანიშვილზე დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ასევე იგეგმება 12 მეტროსადგურისთვის მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და 4 მეტროსადგურზე მისაწვდომობის გაზრდა.

"აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით, ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პროექტი "ქალაქ თბილისის მეტროსადგურების მისაწვდომობის გაზრდა და გარე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება", რომლის სავარაუდო ღირებულება 16 მლნ აშშ დოლარია. პროექტი მოიცავს თბილისის ოთხ მეტროსადგურზე (ახმეტელის თეატრი, დიდუბე, დელისი, ტექნიკური უნივერსიტეტი) მისაწვდომობის გაზრდას; დამატებითი ამოსასვლელების მოწყობას მეტროსადგურების - ახმეტელის თეატრისა და მარჯანიშვილის ტერიტორიაზე, ხოლო მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას 12 მეტროსადგურისთვის. ესენია: ღრმაღელე, ნაძალადევი, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლების მოედანი, 300 არაგველი, ისანი, ტექნიკური უნივერსიტეტი, დელისი, დიდუბე და ახმეტელის თეატრი. ამასთანავე, შერჩეული სადგურების სრულ მექანიზაცია-აღჭურვას შშმ პირებისთვის, - თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად, მეტროსადგურების განახლების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და დეტალური დიზაინის მომზადებაზე შესაბამისი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.


close დახურვა