logo
ENG



რუსეთის დუმამ მიიღო კანონი, რომელიც ლგბტ თემების გავრცელებაზე აკრძალვას აწესებს

24 ნოე 202213:29
3 წუთის საკითხავი
clock 666
2022/11/24/innrdx95fbogmgm.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც რუსეთში ლგბტ საკითხებზე აკტრძალვას აწესებს. ეს ლგბტ უფლებების გაუარესებისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.

რუსეთში აკრძალვა შემოდის "არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდასა" და ლგბტ საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე ნებისმიერ ასაკობრივ კატეგორიაში მედიის, ინტერნეტის, რეკლამის, ლიტერატურისა და კინოს საშუალებით. იკრძალება ფილმებზე გაქირავების მოწმობის გაცემა, თუ ის შეიცავს მასალას, რომელიც "არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას" ეწევა.

კანონის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ფიზიკურ პირზე 200 ათას რუბლის ოდენობის ჯარიბა, ხოლო იურიდიულ პირზე - 5 მილიონ რუბლამდე.

კანონპროექტის ავტორი სახელმწიფო დუმის 400 დეპუტატია, მათ შორის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი.

2013 წლიდან რუსეთში არასრულწლოვანებს შორის "გეი-პროპაგანდის" აკრძალვის კანონი მოქმედებს. ორივე კანონის შემთხვევაში, რა იგულისხმება "პროპაგანდაში" კონკრეტული კრიტერიუმები გაწერილი არაა, ამიტომაც კანონს მოქმედების საკმაოდ ფართო არეალი აქვს. კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ახალი კანონი საჯარო სივრცეებში ლგბტ-წარმომადგენლობის სრულ აკრძალვად გადაიქცევა.


close დახურვა