logo
ENG



უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა - ICMP

25 ნოე 202212:29
3 წუთის საკითხავი
clock 73
2022/11/25/jfwgmn6b18u2txf.jpg

უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საერთაშორისო კომისიის (ICMP) ცნობით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 15 000-ზე მეტი ადამიანი დაიკარგა.

ორგანიზაცია ბალკანეთის ომის შემდეგ 1996 წელს ჰააგაში შეიქმნა. 2022 წლის ივლისში ICMP-მ კიევშიც გახსნა ოფისი, რათა უკრაინას დაკარგული ადამიანების აღრიცხვასა და ძებნაში დაეხმაროს.

ICMP-ის ევროპის ოფისის დირექტორი მეთიუ ჰოლიდეი აცხადებს, რომ ამ დროისთვის უცნობია რამდენი ადამიანი გადაიყვანეს იძულებით რუსეთში ან დააცალკევეს ოჯახისგან ან დაიღუპნენ და მასობრივ საფლავებში დაკრძალეს.

ჰოლიდეის თქმით, დაკარგული ადამიანების ძებნა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ წლრბის განმავლობაში გაგრძელდება.

„უზარმაზარი რიცხვებია და ის პრობლემები რომლის წინაშეც უკრაინაა უზარმაზარია. ახლა მთავარია, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა რათა დავრწმუნდეთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იქნება იდენტიფიცირებული.

დაკარგულთა და დაღუპულთა უდიდესი ნაწილი ომის დანაშაულების მსხვერპლია და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ“ - განაცხადა ჰოლიდეიმ.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მხოლოდ მარიუპოლში 25 000 ადამიანი ან დაიღუპა ან უგზო-უკვლოდაა დაკარგული, ICMP-ის მიერ დასახელებული რიცხვი, სავარაუდოდ რეალურ მდგომარეობას არ ასახავს.


close დახურვა