logo
ENG



ვოლსკი სააკაშვილზე: კარგად რომ იყოს, რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა

29 ნოე 202212:15
3 წუთის საკითხავი
clock 237

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კარგად რომ იყოს, საავადმყოფოში არ იქნებოდა.

"კარგად რომ იყოს [სააკაშვილი], რასაკვირველია, საავადმყოფოში არ იქნებოდა. არაერთი განცხადება გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. ხან მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ თურმე, სუნიც აუვიდა ისეთ მდგომარეობაშია. უამრავი განცხადება მოვისმინე და როგორც კი სასამართლოში გადაყვანის საკითხი დადგა, თითქოს არაფერი არ არსებობს, ის თურმე სასამართლოში უნდა იყოს მიყვანილი. შეუსაბამობა იმდენად დიდია, იმდენად უტიფარია, რომ სხვა თუ არა, პოლიტიკური სპეკულაცია, ამას არაფერი არ შეიძლება დავარქვათ", - განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გადაიდო.

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა თქვა, რომ სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე დასწრების სურვილი მიხეილ სააკაშვილმა თავად გამოთქვა, თუმცა კლინიკა ვივა მედის ექიმებმა ამის რეკომენდაცია არ გასცეს.


close დახურვა