logo
ENG



ჩხაიძე სააკაშვილზე: რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა

07 დეკ 202223:30
3 წუთის საკითხავი
clock 349
2022/12/07/eaug8h7cei4w0hh.png

ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა "რა თქმა უნდა, საყურადღეობა". ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება ზოგადი სისუსტე, რა თქმა უნდა, პაციენტს აღენიშნება მისი ჩივილებიდან გამომდინარე თავბრუს ხვევა, გულისრევის შეგრძნებები. პაციენტი ნაკლებად აქტიურია, გადაადგილდება მხოლოდ დამხმარე საშუალების მეშვეობით და რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა საყურადღებოა და ამას ჩვენ ვამბობთ", - განაცხადა მან.

რაც შეეხება სააკაშვილის კვების საკითხს, ჩხაიძე აღნიშნავს, რომ პაციენტი "სრულფასოვან" საკვებს არ იღებს - მისი ვარაუდით, ეს შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, თუმცა დაზუსტებით ჩხაიძე ამაზე არ საუბრობს.

"გუშინც ვისაუბრე, დღეს მკურნალმა ექიმმაც გააკეთა განცხადება და რატომღაც ვიღაცებმა დაინახეს აზრთა სხვადასხვაობა ჩვენს ამ განცხადებებში. არადა, არანაირი სხვადასხვაობა არ ყოფილა. მკურნალმა ექიმმა დაადასტურა ის, რაზეც ვისაუბრე.

კვებას რაც შეეხება, არ იღებს იმ სრულფასოვან საკვებს, რასაც უნდა იღებდეს პაციენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მე არ შემიძლია ზუსტად ვთქვა კონკრეტული მიზეზი, ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ პაციენტი ვერ ახერხებს სრულფასოვანი საკვების მიღებას", - აღნიშნა მან.

6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ "პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში". დღეს სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს". როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.


close დახურვა