logo
ENG



ჩხაიძე: რეაბილიტაციის, ალბათ, ის პირობები მთლიანად ჩვენს კლინიკას ნაკლებად გააჩნია

07 დეკ 202223:52
3 წუთის საკითხავი
clock 687
2022/12/07/pd8o3cgchkb2nme.png

ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საწყისი სარეაბილიტაციო ღონისძიებები უკვე დაწყებულია, თუმცა ის აღნიშნავს, რომ მთლიანად რეაბილიტაციისთვის საჭირო პირობები, ალბათ, კლინიკას ნაკლებად გააჩნია. იმედის ჟურნალისტმა მას ჰკითხა - "არსებობს თუ არა რაიმე სერვისი, რაც პაციენტს დღეს ესაჭიროება და თქვენი კლინიკა ვერ აწვდის მას და არის შესაძლებლობა, რომ საზღვარგარეთ მიიღოს ეს მომსახურება".

"ყველა ის მეთოდი, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, დიაგნოსტირების კუთხით მაქვს მხედველობაში, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევის მეთოდები, ინსტრუმენტული კვლევის მეთოდები თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი პაციენტს შესრულებული აქვს. თუ რაიმე კვლევა პაციენტს არ ჩაუტარდა, შეიძლება, არ ჩაუტარდა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ან მისი პირადი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე. სხვა დანარჩენი, რაც დიაგნოზის ფორმირებისთვის, ჩვენ დიაგნოზები სრულად გვაქვს ფორმირებული, ყველა ეს კვლევა შესრულებულია ჩვენს პირობებში. ამაზე, ალბათ, დასკვნას დადებენ ექსპერტები, ამ 7-თვიანი მკურნალობის შედეგს და ამაზე, ალბათ, შემდეგ იმსჯელებენ.

საუბარი იყო აქ რეაბილიტაციაზე - რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის, ალბათ, ის პირობები მთლიანად ჩვენს კლინიკას ნაკლებად გააჩნია, რაც სარეაბილიტაციოდ საჭიროა, თუმცა ის საწყისი სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ეს იქნება, დავუშვათ, ფიზიოთერაპია, მასაჟი თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი დაწყებულია. ჩვენ გვინდოდა, ცოტა უფრო ადრე დაგვეწყო, მაგრამ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამას ვერ ვახერხებდით", - განაცხადა მან.

ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა "რა თქმა უნდა, საყურადღებოა". მან ისაუბრა კვების საკითხზეც და თქვა, რომ პაციენტი "სრულფასოვან" საკვებს არ იღებს - მისი ვარაუდით, ეს შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარეობდეს, თუმცა დაზუსტებით ჩხაიძე ამაზე არ საუბრობს.

6 დეკემბერს, ვივამედის მთავარმა ექიმმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ "პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში". დღეს სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა თამარ დავარაშვილმა აღნიშნა, რომ "სააკაშვილი საკვებს მცირე უფლებებით იღებს და ირგებს". როგორც ექიმმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, არც ერთ სამედიცინო დოკუმენტში არ წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი საკვებს გამიზნულად არ იღებს.


close დახურვა