logo
ENG



იმედის ოპერატორმა მთავარი არხის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა [ვიდეო]

14 დეკ 202215:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/14/9n7284dutlgtriw.png

იმედის ოპერატორმა მთავარი არხის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

კადრებში ჩანს, რომ არხის ჟურნალისტი ნატაშკა ჯახუტაშვილი ეთერში ერთვება, ამ დროს იმედის ოპერატორი მას უყვირის და ხელს ჰკრავს. 

ვიდეო თავდაპირველად მთავარი არხის პროდუსერმა თეო გილიგაშვილმა გაავრცელა, რომელმაც დაწერა, რომ შენიშვნის მიცემის შემდეგ ოპერატორმა ჟურნალისტს დედა აგინა.

"პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ! ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა!

ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!

ნიკოლოზ წევრლიძე - ესაა იმედის მოძალადე ოპერატორი -
რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?" - წერს გილიგაშვილი.


close დახურვა