logo
ENG



ოდიშარია: როცა სააკაშვილი ლუქს პალატაში მიირთმევს, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ?

18 დეკ 202217:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/18/k1kkzjo7om3152f.jpg

გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩვენს კოლეგა ოპოზიციონერ დეპუტატებს უწევთ გარკვეული შიდა პარტიული წნეხების გამო ასეთი აქციების მოწყობა, შიმშილობა. მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს ჯანმრთელობისთვის მავნებელია. მაშინ, როდესაც პატიმარი სააკაშვილი ვივამედში, ლუქს პალატაში სასჯელს იხდის და მიირთმევს, რასაც მიუტანენ ოჯახის წევრები, ამ ადამიანებმა რატომ უნდა იშიმშილონ? რა არის ამის მიზეზი, ვერ ვხვდები. მეტი კომფორტი, არ არსებობს. შემიძლია პირადი მაგალითი მოგიყვანოთ, როდესაც უმძიმესი ოპერაციის გამო, სწორედ ასეთ პალატაში მოვხვედრილვარ.

მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ვფიქრობ, საკმარისია. თუ საჭირო გახდება, აუცილებლად მოვინახულებ. მოვუწოდებ მათ, არაფერი იმდაგვარი არ ხდება, რომ ჩვენმა კოლეგებმა იშიმშილონ. იმიტომ, რომ გაუგებარია, რა მიზნის მისაღწევად შიმშილობენ. მკურნალობა დღემდე 200 000 ლარი დაჯდა და რატომ შიმშილობენ, ამაზე მეტი რა უნდა გავაკეთოთ, მითხარით.


close დახურვა