logo
ENG



კირილე ილია II-ს იუბილეს ულოცავს და სრული ტიტულით კვლავ არ მოიხსენიებს

04 იან 202315:34
3 წუთის საკითხავი
clock 980
2023/01/04/6gb1ahwmlwhx4gv.jpg

რუსეთის პატრიარქმა კირილემ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს 90 წლის იუბილე მიულოცა, თუმცა გამოქვეყნებულ წერილში კვლავ არ უთითებს ილია II-ის სრულ ტიტულს.

"უწმინდესი და უნეტარესი ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა" - ამ სრული ტიტულის ნაცვლად კირილეს წერილში აღნიშნულია მხოლოდ "უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე".

""მრავალი წლის განმავლობაში ბრძნულად მართავდით თქვენთვის მინდობილ ბედს, სამწყსოს ღირსეული პირველიერარქის ხატად ევლინებოდით, რომელსაც მოეწოდება იყოს უბიწო, სამართლიანი და ღვთისმოსავი (ტიტ. 1:7-8). თქვენი მდიდარი გამოცდილება როგორც ამქვეყნიური, ისე სულიერი, რომელსაც გულუხვად უზიარებთ ყველას, ვინც თქვენთან მოდის, არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძვირფასი ქონება.

მხურვალე ლოცვით ამ დღეს თქვენს უწმინდესობასა და უნეტარესობას, გისურვებთ ღვთის დიდებულ წყალობას, მშვიდობას, სიხარულს და ძლიერებას მრავალი წლის განმავლობაში", - აღნიშნულია ტექსტში.


close დახურვა