logo
ENG



უკრაინაში სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

24 იან 202316:38
3 წუთის საკითხავი
clock 629
2023/01/24/0fyu4jbe3uekvlv.jpg

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა საკადრო გადაწყვეტილებები მიიღო - თანამდებობიდან გათავისუფლდა მინისტრის 6 მოადგილე. ამასთან, კაბინეტი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის 5 ხელმძღვანელის გადაყენებაზე შეთანხმდა.

როგორც უკრაინსკა პრავდა წერს, თანამდებობებს ტოვებენ:

  • დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო;
  • ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ სტარუხი;
  • კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლექსი კულება;
  • სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დმიტრო ჟივტსკი;
  • ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იაროსლავ იანუშევიჩი

მანამდე თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ - ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ტელეგრამ არხზე გაავრცელა და პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც 23 იანვრით არის დათარიღებული. ტიმოშენკოს არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა თანამდებობის დატოვება. 

თანამდებობები დატოვეს თავდაცვის მინისტრის, პროკურორის, რეგიონული განვითარების მინისტრების მოადგილეებმაც. როგორც Reuters წერს, მათი ნაწილის წასვლა კორუფციის სკანდალს უკავშირდება.


close დახურვა