logo
ENG



თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს - NDI

02 თებ 202312:17
3 წუთის საკითხავი
clock 387
2023/02/02/z8egkypoqj0glgo.jpg

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს.

ამავე კვლევის მიხედვით, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.

რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებებს:

1) საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (ქუჩაში, პარკში, ავტობუსისა და მეტროს გაჩერებებზე, კაფესა და რესტორანში) თავს ზოგადად დაცულად გრძნობენ - კაციბის 71% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 24% არ ეთანხმება, რაც შეეხება ქალებს - 53% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 46% კი არ ეთანხმება.

2) როდესაც ჩემი შვილი ბაღშია/სკოლაში, დარწმუნებული ვარ, რომ უსაფრთხოდაა - კაცების 18% ამ მოსაზრებას ეთანხმება, 6% არ ეთანხმებ. ქალების 21% ამ დებულებას ეთანხმება, 14% კი არ ეთანხმება.

NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.


close დახურვა